აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1. დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურა
გერმანულილიტერატურა - 2 ადგილი
ინგლისური ლიტერატურა - 1 ადგილი
ამერიკული ლიტერატურა - 1 ადგილი
ფრანგული ლიტერატურა - 1 ადგილი
2. ფილოლოგია
ქართული ლიტერატურა - 3 ადგილი
ქართველური ენათმეცნიერება - 5 ადგილი
შეპირისპირებითი ლინგვისტიკა - 5 ადგილი
თეორიული ენათმეცნიერება - 5 ადგილი
გერმანული ენათმეცნიერება - 2 ადგილი
კლასიკური ფილოლოგია - 4 ადგილი
აღმოსავლური ფილოლოგია - 6 ადგილი


საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი
1. სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია - 1 ადგილი


საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი

სატრანსპორტო პროცესების ორგანიზაცია და მართვა - 7 ადგილი

საინჟინრო ტექნოლოგიები და სისტემები

1. მშენებლობა - 1 ადგილი
2. სამშენებლო კონსტრუქციები - 1 ადგილი
3. მასალების ტექნოლ.ოგია და ხარისხის მართვა - 2 ადგილი
4. ელექტროენერგეტიკული სისტემები და მართვა - 1 ადგილი
5. მათემატიკური მოდელირება ინჟინერიაში- 2

აგრარული ფაკულტეტი

აგრონომია

მოდული 1. აგროეკოლოგია - 3 ადგილი
მოდული 2. აგროტექნოლოგია - 1 ადგილი
მოდული 3. მცენარეთა დაცვა - 1 ადგილი
მოდული 5. საბაღო–საპარკო მეურნეობა - 1 ადგილი


აკაკი წერეთლის დოქტორანტურაში შემოსვლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები
● განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
● პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
● სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი;
●მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომი;

● თუკი დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა მაგისტრატურა დაამთავრა მიმდინარე წელს და მას ჯერ არა აქვს დიპლომი ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა;

● საბუთების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში დოქტორანტურაში ჩარიცხულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აპოსტიკლით დამოწმებული დიპლომი, წინააღმდეგ შემთხვევაში დოქტორანტს შეუჩერდება სტატუსი;
● ნიშნების ფურცელი
● ჩარიცხვის კანდიდატმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი სადოქტორო პროგრამის მითითებით;
●სამეცნიერო აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შრომები, კონფერენციებში მონაწილეობა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
● თუკი დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატს არა აქვს სამეცნიერო შრომები, მაშინ მან უნდა წარმოადგინოს შესაბამის დარგში დაწერილი რეფერატი.
● ვაჟებისათვის სამხედრო ბილეთი ან მიწერის ბარათი
●მომსახურების ღირებულების 40 ლარიანი გადასახადის ქვითარი.

საბანკო რეკვიზიტები:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 709057289 დოქტორანტურაში მისაღები გამოცდების მომსახურება. სტუდენტის პ/მ ნომრის ჩვენებით.

საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 11 სექტემბრიდან 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე კვირის გარდა დილის 10 საათიდან 15 საათამდე დოქტორანტურის განყოფილებაში (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი #1105), შაბათს საბუთების მიღება იწარმოებს 10 საათიდან 14 საათამდე.
გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ჩატარდება 2020 წლის 30 სექტემბერს online (დისტანციური) ფორმით, ხოლო სპეციალობაში 2020 წლის 1 ოქტომბერს.

იხილეთ №01-05-632 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2020 წელს მიღების ბრძანება