აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ბიბლიოთეკარი“-ს სტუდენტები იწყებენ პროექტს „წიგნებთან ერთად“. იგი გულისხმობს წიგნების შეგროვებას და დანიშნულების ადგილზე ჩატანას.
პროექტისათვის შეირჩა სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლის ახლადშექმნილი ბიბლიოთეკა, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება.
პროექტში მონაწილეობისათვის ვიწვევთ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, თუნდაც ერთ წიგნს გასცემენ საჩუქრად.
„წიგნებთან ერთად“ გზა სამცხე-ჯავახეთში – ახალქალაქამდე მიდის – იქ, სადაც ეთნიკური უმცირესობა ცხოვრობს და სადაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ქართული წიგნი.
გაიღე ერთი წიგნი და გაამდიდრე ერთი ბიბლიოთეკა!
მეტი წიგნი, მეტი სიხარული და სიცოცხლე – სოფელს!
წიგნები 2017 წლის 10 მაისამდე მოიტანეთ მისამართზე: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. N 59.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, მე-2 სართული, აუდიტორია N 2206.
ორშაბათიდან პარასკევამდე, 1400 სთ-დან 1700 სთ-მდე.
ან აწსუ-ის ბიბლიოთეკის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დარბაზი.
IV კორპუსი, I სართული, აუდიტორია N 4102 ორშაბათიდან პარასკევამდე, 1000 სთ-დან 1700 სთ-მდე.
პატივისცემით – აწსუ-ის პროფესიული პროგრამა „ბიბლიოთეკარი“-ს სტუდენტები.
ტელეფონი: 595 17-34-05 თამარ ჩაგელიშვილი. 959 27-67-78 ლალი ასათიანი. 568 84-50-89 ნინო შუშანია. 597 00-09-98 ლოლიტა ჭოლაძე.