2017 წლის 6 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, აწსუ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. პრეზიდენტმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და უპასუხა შეკითხვებს, რომლებიც მოიცავდა პრეზიდენტის ინსტიტუტის, ქუთაისის განვითარების, განათლების რეფორმისა და სხვ. საკითხებს. შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმით.
პრეზიდენტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან საჩუქრად გადაეცა ხელით გადაწერილი, აწსუ ფაბ-ლაბის მიერ აკინძული და ყდაში ჩასმული „ვეფხისტყაოსანი“.