მიმდინარე წლის 11 აპრილს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, ლადო ასათიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. სამეცნიერო კონფერენცია აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას წარმატებები უსურვა. მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: აწსუ რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი, ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ცნობილი ქუთაისელი მერაბ კვიცარიძე...
კონფერენციის მონაწილეებმა გვირგვინით შეამკეს აწსუ ღია სივრცეში მდებარე ლადო ასათიანის ძეგლი.
კონფერენცია პლენარული სხდომის შემდეგ სექციური მუშაობით გაგრძელდა და განხილული მოხსენებების დასრულდა.