20 აპრილს, 13:00 საათზე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა ილიაუნის „პოეზიის აფთიაქის“ კონკურსის - „პოეზიის ა(მ)ბების“ პრეზენტაცია.
შეხვედრა გახსნა და სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ბატონი შალვა კირთაძე.
სტუმრები დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა ლუკა დვალიშვილმა.
პროექტი წარადგენეს კონკურსის ჟიურის წევრებმა: იდეის ავტორმა და ორგანიზატორმა, ილიაუნის პროფესორმა, პოეტმა ცირა ბარბაქაძემ, პოეტმა პაატა შამუგიამ, მთარგმნელმა, პროფ. გია ჯოხაძემ, პროექტის კოორდინატორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფ. შორენა ბარბაქაძემ.
პროექტის წარდგენის შემდეგ პოეზიის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ილიაუნისა და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონკურსი „პოეზიის ა(მ)ბები“ დასრულდება მაისის თვეში. გამარჯვებულთა დაჯილდოება და პოეზიის კრებულის პრეზენტაცია გაიმართება მაისის ბოლოს.
კონკურსის სპონსორია „ფინანსური მართვის ჯგუფი FMG”.