საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროპის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ ხულორდავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი კანდელაკი შეხვედრას გამართავენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრას დაესწრება ევროკავშირის ელჩი ბ-ნი იანოშ ჰერმანი.
შეხვედრა, რომლის თემაა „საქართველო და ევროკავშირი“, გაიმართება მიმდინარე წლის 4 მაისს, 15:00 საათზე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში.