2017 წლის 1 მაისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "უმაღლესი განათლება – ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციები", HENTI – 2017. კონფერენცია აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და მომხსენებლებს ნაყოფიერი სექციური მუშაობა უსურვა.
საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ქუთაისის მერიისა და ERASMUS+-ის საქართველოს ეროვნული ოფისის, საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების, გერმანიის, ბელგიის, ინგლისის, ჩეხეთის, იტალისა და ამერიკის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.