მიმდინარე წლის 4 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა აწსუ სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა „საქართველო და ევროკავშირი“, რომლის დასასრულსაც გაიმართა საინტერესო დისკუსია.