მიმდინარე წლის 11 მაისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აწსუ-სა და ესტონეთის ბიზნეს სკოლის ერთობლივი პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 8 დამოუკიდებელი გუნდი (GNN-KARTULI; ECO FRESH; VERITAS; FRUITKHELA; SMARTPHARMA; KLINPLUS +; TRISCO +; B-MEOW) მუშაობდა ინოვაციურ ბიზნეს პროექტებზეზე, რომელთა პრეზენტაციის შემდეგ კომპეტენტურმა ჟიურმა - აწსუ რექტორი გიორგი ღავთაძე, არჩილ ბაკურაძე - კრისტალის წარმომადგენელი, კიული ჰანსენი და ტომას დანენბერგი - ესტონეთის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები, სვენ სიჰვარდი - ესტონეთის საელჩოს წარმომადგენელი - გამარჯვებული გუნდად "FRUITKHELA" გამოავლინა, რომელიც გაემგზავრება სამ დღიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში.