აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ადილა“ მიმდინარე წლის 16-21 მაისს მიწვეული იყო პოლონეთში, ქ. სოპოტში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე. ანსამბლი წარმატებით გამოვიდა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებში. „ადილამ“ აიღო წარმატების დამადასტურებელი დიპლომები და სიგელები.
21-24 მაისს ანსამბლი მიწვეული იყო ქალაქ პოზნანში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საგუნდო ფესტივალში. „ადილას“ მთავარი მიღწევა, ქ. პოზნანის მუსიკის აკადემიაში კონცერტის ჩატარება იყო.
24-27 მაისს ანსამბლმა „ადილამ“ კონცერტები ჩაატარა ქ. ვარშავაში.