აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი აცხადებს საშუალო სკოლის უფროსკლასელთა შერჩევას საზაფხულო ბანაკში მონაწილეობისათვის.
ბანაკი ეძღვნება ენერგოეფექტიანობისა და მზის ენერგიის გამოყენების საკითხებს. იგი შემეცნებით ხასიათს ატარებს და შეიცავს როგორც თემატურ პრეზენტაციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისა და ექსპლუატაციის თავისებურებების შესახებ. ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან მზის ელემენტების მუშაობის პრინციპებს, მონაწილეობას მიიღებენ მზის პანელის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ელემენტების აწყობაში. ჩატარდება ინტერაქტიური თამაშები, ვიქტორინები, მცირე თემატური ექსკურსიები. ბანაკის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.
ბანაკში მონაწილეობისათვის ვიწვევთ ქუთაისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ენერგეტიკის სფეროში არსებული სიახლეებით.
ბანაკი ხორციელდება პროექტის „მზის ენერგიის გამოყენებას - ახალი პროფესიული კადრები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში.
ბანაკი მოეწყობა 2017 წლის 18-19-20 ივლისს, აწსუ ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტში. (ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98)
ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეირჩევა მხოლოდ 25 უფროსკლასელი.
ბანაკში მონაწილეობისათვის გადადით ლინკზე და შეავსეთ ანკეტა
https://goo.gl/forms/cgwVc6OkOErci9pC3