მიმდინარე წლის 29-30 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის (Tbilisi Science Fest) ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე:
„თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები“
კონფერენცია ითვალისიწინებს როგორც სექციურ მუშაობას, ისე თემატური სემინარების წარმართვას სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ:
სამეცნიერო სექციები:
თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალურ-დემოგრაფიული პროცესები;
ბიზნესის ფინანსური უზრუნველყოფისა და მართვის აქტუალური საკითხები;
სამართალგანვითარების თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული ასპექტები;
ახალი საჯარო მმართველობა: გამოწვევები და პერსპექტივები;
საზოგადოებასთან ურთიერთობა და მასობრივ-კომუნიკაციური პროცესები.
სამუშაო შეხვედრები (Workshops):
უნივერსიტეტი და რეგიონული ინოვაციური სისტემა;
საერთაშორისიო უსაფრთხოების რეგიონული გამოწვევები;
ფინანსური განათლება და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა;
ადამიანის უფლებები და თანამედროვე სახელმწიფო;
რეგიონული მედიის პრობლემები და პრიორიტეტები.
გთხოვთ, კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://atsu.edu.ge/Conferences/BLSS/