ცხადდება კონკურსი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების (2 კანდიდატის) შესარჩევად

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლე

ორგანიზაცია: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
კატეგორია: იურიდიული
გააქტიურების თარიღი: 2017 წლის 25 ივლისი
განცხადების ბოლო ვადა: 2017 წლის 24 აგვისტო
თანამდებობრივი სარგო: ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი ოდენობით
ადგილების რაოდენობა: 2
შერჩევის კრიტერიუმები: საქართველოს მხრიდან  წარდგენილი სამი კანდიდატიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს აირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ამჟამად შესარჩევია 2 კანდიდატი.
კანდიდატთა შერჩევის პრინციპები:
•    კანდიდატურების შერჩევის პროცესი იქნება საჯარო და ღია;
•    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიეწოდება ინფორმაცია შერჩევის პროცედურის შესახებ;
•    კანდიდატთა გვარები საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება ანბანური თანმიმდევრობით;
•    არ უნდა იქნეს წარდგენილი ისეთი კანდიდატურა, რომელიც გამოიწვევს ad hoc მოსამართლის დანიშვნას;
•    წარმოდგენილ კანდიდატთა შორის იქნება ორივე სქესის ერთი წარმომადგენელი მაინც (გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები მიეკუთვნებიან მათი საერთო რაოდენობის 40%-ზე ნაკლებად წარმოდგენილ სქესთა კატეგორიას, ან არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება).
         
მოთხოვნები:
 
პროფესია − იურისტი
დამატებითი მოთხოვნები: 1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს 35 წლიდან 65 წლამდე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სრულყოფილად ფლობს სახელმწიფო ენას;
ბ) კარგად ფლობს (მინიმუმ B1 დონე) ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული);
გ) სრულყოფილად ფლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) სრულყოფილად ფლობს საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას;
ე) აკმაყოფილებს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან არის აღიარებული კომპეტენტურობის მქონე სამართალმცოდნე;
ვ) აქვს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
ზ) აქვს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია.
 
2. ევროპის საბჭოს მეორე ოფიციალური ენის საშუალო დონეზე ფლობა მოცემული კანდიდატის უპირატესობად ჩაითვლება.
          
დამატებითი ინფორმაცია:
•    ეროვნულ დონეზე შერჩეულ კანდიდატთა ვინაობა და ბიოგრაფიული მონაცემები წარედგინება ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შეიქმნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 10 ნოემბრის რეზოლუციის საფუძველზე, რათა კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს მისცენ რჩევა, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
•    წინა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატთა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება; ასამბლეა სამი კანდიდატიდან ერთს აირჩევს მოსამართლედ;
•    მოსამართლე აირჩევა 9 წლის ვადით, თუმცა, ეს ვადა ნებისმიერ შემთხვევაში გადის, როდესაც მოსამართლე მიაღწევს 70 წელს.
 
განაცხადის წარდგენის ფორმა და ვადა:
 
კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული მოდელის მიხედვით:
http://assembly.coe.int/CommitteeDocs/2009/ModelCVEN.doc
 
ბიოგრაფია (Curriculum Vitae) უნდა იყოს წარმოდგენილი ვორდის (Microsoft Word) ფორმატში ქართულ ენაზე, ასევე, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე 2017 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ აგრეთვე სამოტივაციო ბარათი და ბიოგრაფიაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის სამდივნოს მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. .
 
დანართები:
დანართი  1 ავტობიოგრაფიის (Curriculum Vitae) სამოდელო ფორმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასარჩევი კანდიდატებისათვის;
 
 
დანართი 2 Resolution CM/Res (2010)26 on the establishment of an Advisory Panel of Experts on Candidates for Election as Judge to the European Court of Human Rights;
 
 
საკონტაქტო ინფორმაცია: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის სამდივნოს მისამართი: თბილისი, გორგასლის 24ა; ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ; ტელ.: (+995 32) 240 50 75