×

შეტყობინება

ჩამოსატვირთად ან სანახავად აუცილებელია სისტემაში შესვლა

2018-2019 წლისთვის შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები

2018-2019 წლისთვის შვეიცარიის მთავრობა იწყებს კვლევითი, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორო სტიპენდიების გაცემას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაეცნოთ შემოთავაზებული სტიპენდიების სახეობისა და მოთხოვნილი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:
https://www.sbfi.admin.ch/sbfi/en/home/bildung/scholarships-and-grants/swiss-government-excellence-scholarships-for-foreign-scholars-an.html
 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ მიიღოთ სტიპენდია, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.


-         რა სახის სტიპენდია გსურთ
-         სამოტივაციო წერილი
-         აქტუალური და სრული რეზიუმე (დაბადების თარიღის მითითებით)
 
ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ, საელჩო გამოგიგზავნით განაცხადისათვის საჭირო საბუთების სრულ პაკეტს.
 
საელჩოში საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა არის 2017 წლის 20 ნოემბერი.