აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი 2017-2018 სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება გაიმართა. ეზოში შეკრებილ სტუდენტებს აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სტუდენტებს მიესალმნენ აწსუ რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ოკრიბელაშვილი, ქალაქის მერი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი.
100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტებს უნივერსიტეტმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა - სადაზღვევო კომპანია „არდიმ“, „ვი-თი-ბი“ ბანკმა, ქუთაისის მერიამ ფასიანი საჩუქრები გადასცეს.