"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი" და “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის”

ქცევის გამოყენებითი ფსიქოლოგია
ვისთვის: სტუდენტებისთვის, პარასპეციალისტებისთვის, მშობლებისათვის, სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის (პედაგოგები, სპეც-პედაგოგები, ფსიქოლოგები თუ სხვ.).
სასერტიფიკაციო კურსის ხანგრძლივობა: თეორია 40 სთ; პრაქტიკა -40 სთ; დამოუკიდებელი სამუშაო 40 სთ; ტესტირება 5 საათი. ჯამში: 125 საათი.
კურსის ღირებულება: 500 ლარი.
რეგისტრაციის ლინკი:
https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=8YeznJ0ve0aW_6jCYRmcpgZ7MHcSrhJHqa5zPIzGb35UQTA5M0lUNzEyNEpFWUoxRTFCNFUyTjRFWi4u
რეგისტრაციის ხანგრძლივობა: 20.09.2017 - 01.10.2017
სასერთიფიკაციო კურსის მიზანი და ამოცანები:
კურსდამთავრებულები შეისწავლიან ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ბიჰევიორისტული ფსიქოლოგიის) ფუნდამენტურ თეორიებსა და შეიძენენ პრაქტიკულ, პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რათა დამოუკიდებლად შეძლონ ბავშვის (ტიპური და ატიპური განვითარების: აუტიზმის სპექტრი, ემოციურ-ქცევითი დარღვევის თუ სხვ.) რთული ქცევის იდენტიფიცირება, გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა, მიღებული შედეგების ინტერპრეტირება ინტერვენციის გეგმის შედგენა-განხორციელება; ასევე მშობლის ინტერვიუირება და პროცესში პოზიტიურად ჩართვა.
სასერთიფიკაციო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. რა არის ბიჰევიორიზმი- 2 სთ
2. რა არის ქცევის გამოყენებითი ანალიზი - 2სთ
3. პროფესიული ეთიკა პრაქტიკაში - 2 სთ
4. მშობლის ინტერვიუირება, ინფორმირება და მხარდაჭერა -2 სთ
5. ბავშვის ძლიერი და განსავითარებელი მხარეების შეფასების ძირითადი პრინციპები - 6 სთ
6. ქცევის განმარტება, მახასიათებლები, საფუძვლები; - 4სთ
7. სამიზნე ქცევის განსაზღვრა - 3სთ
8. ქცევის ფორმირება - 4 -სთ
9. ქცევის განმტკიცება - 3 სთ
10. ქცევის ჩაქრობა -2 სთ
11. დაკვირვების ტექნიკები და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სწავლება და ინტერვენცია - 4სთ
12. პოზიტიური ქცევის მხარდამჭერი გეგმის შემუშავება, განხორციელება. – 6სთ
სწავლების მსვლელობისას ინფორმაციის მიწოდებისათვის გამოყენებული იქნება შემდეგი ფორმები:
1. მინი ლექცია;
2. ვიზუალური თვალსაჩინოება (ფოტოები, სლაიდები; ალტერნატიული კომუნიკაციის ბარათები და სხვ.)
3. ქცევით თერაპიაში ჩართულ ბავშვთა და მშობელთა პრაქტიკული მუშაობა პროფესიული ზედამხედველობა პრაქტიკის ბაზაზე (ააიპ „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” შშმ პირთა დღის ცენტრი; ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამა და ბავშვთა ქცევითი თერაპიის პროგრამები და/ან აააიპ ქ. ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალები)
4. პრეზენტაცია (სლაიდები)
კურსს წაიკითხავენ: “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” სპეციალისტები: თამილა ლოსაბერიძე (ქცევითი თერაპევტი/დღის ცენტრის, ქცევითი თერაპიის პროგრამების კოორდინატორი), მარიამ ჯავახაძე (ბავშვთა ფსიქოლოგი/ადრეული ინტერვენციის პროგრამის კოორდინატორი;
აწსუ-ს სპეციალისტი - ნატო ქობულაძე (ასოცირებული პროფესორი, უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი)
კურსის სუპერვაიზერები: ანა ბარქაია (BCBA ფსიქოლოგი, “ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” მოწვეული ექსპერტი); ლიკა მხატვარი (ბავშვთა ფსიქოლოგი; ”ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” აღმასრულებელი დირექტორი)