პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ადამიანის გენეტიკის ინსტიტუტი (პოზნანი, პოლონეთი) უცხო ქვეყნის დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან მობილურობაში: სასწავლო ვიზიტები და ერთთვიანი ტრენინგები.
შეთავაზება განკუთვნილია დოქტორანტებისათვის შემდეგი მიმართულებებით: სამედიცინო და ბიოლოგიური მეცნიერებები, გენეტიკა, ბიოტექნოლოგია, ფარმაცია და მასთან დაკავშირებული დარგები.
პროექტის ყველა მონაწილეს ეძლევა სტიპენდიები პოლონეთში მოგზაურობისა და ყოფნის ხარჯების დასაფარად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა არ არის. განაცხადები მიიღება უწყვეტ რეჟიმში.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია დანართებში ან შემდეგ ვებ-გვერდზე