საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია იწვევს მსურველებს წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები იუნესკოს 2022-2023 წლების “მონაწილეობის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად.
“მონაწილეობის პროგრამა” არის იუნესკოს მხრიდან წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის ერთ-ერთი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ
განახორციელონ პროექტები, ორგანიზაციის მიერ დასახული პრიორიტეტების/სტრატეგიული მიზნების შესაბამისად (დამხმარე დოკუმენტი - 41 C/5 მისამართი: https://unesdoc.unesco.org/ark:/48223/pf0000375756 გვ.97-იდან).
პროექტების პირველად შერჩევას აწარმოებს ეროვნული კომისია, ხოლო წარდგენილი პროექტების დაფინანსებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს UNESCO-ს სათაო ოფისი (ქ.პარიზი). პასუხი განმცხადებელს ეცნობება გადაწყვეტილების მოტივირების გარეშე. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა 2022 წლის 10 თებერვლამდე საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს უნდა მიაწოდონ ელექტრონულ მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პროექტის მოკლე ანოტაცია ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვ.);
2. შევსებული სააპლიკაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე (იხ. სააპლიკაციო ფორმა და ინფორმაცია პროექტის სტანდარტის შესახებ);
3. დოკუმენტაციას უნდა დაერთოს განმცხადებელი ორგანიზაციის ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სახელზე;
4. პროექტის განხილვისას ყურადღება მიექცევა შესაბამისი დარგობრივი სახელმწიფო უწყების სარეკომენდაციო წერილს.
კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს პროექტის წარმდგენს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ეროვნული კომისიის სამდივნოს შემდეგ მისამართზე:
საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 0118 თბილისი, ჩიტაძის ქ. N4
საკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.; 2945000 (1912); 595433950
არასრული ან დაგვიანებული განაცხადი არ განიხილება