შიდა საუნივერსიტეტო და დამატებით (MINOR) პროგრამებზე შიდა საუნივერსიტეტო მობილობა დაიწყო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო და დამატებით (MINOR) პროგრამებზე შიდა საუნივერსიტეტო მობილობა დაიწყო. განცხადებების მიღება 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს მობილობის ხელშეწყობისა და კრედიტების აღიარების სექტორში, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა (ოთახიN1110).

შიდა საუნივერსიტეტო პროგრამებზე მობილბის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• ა) სასწავლო ბარათის (ნიშნების ფურცელი)ქსეროასლი დამოწმებული ფაკულტეტის ბეჭდითა და ხელმოწერით;
• ბ) ამონაწერი ბრძანებიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ;
• გ) ცნობა ფინანსური სამსახურიდან საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური ვალდებულების შესრულების მდგომარეობის შესახებ;
• დ) პირადობის მოწმობის ასლი.
დამატებით (MINOR) პროგრამებზე მობილობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• ა)პირადობის მოწმობის ასლი;
• ბ) სასწავლო ბარათის (ნიშნების ფურცელი)ქსეროასლი დამოწმებული სასწავლებლის ბეჭდითა და ხელმოწერით.