ლატვიის მთავრობის სტიპენდიები 2022-2023 სასწავლო წლისთვის

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო აცხადებს სტიპენდიებს 2022-2023 სასწავლო წლისთვის უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით  მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილამდე.
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.