“EUGEN IONESCU“დოქტორანტურისა და პოსტ დოქტორანტურის სტიპენდიები განკუთვნილია რუმინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფრანგულ ენაზე კვლევითი სტაჟირებით დაინტერესებული დოქტორანტურის სტუდენტებისა და კვლევითი პერსონალისათვის.
მობილობა განხორციელდება უნივერსიტეტების ფრანკოფონიული სააგენტოს (AUF) ქსელის წევრთა შორის და მოიცავს დარგებს, რომელიც პრიორიტეტულია წევრი ქვეყნებისათვის და შესაბამისობაშია მიმღები დაწესებულების კვლევით ინტერესებთან.
პროგრამის პირობების თანახმად განაცხადების წარდგენა უნდა მოხდეს 2022 წლის 11 მარტამდე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.