სსიპ აწსუ-ს მიერ საბანკო მომსახურეობაზე ორი წლის ვადით საბანკო დაწესებულებების შერჩევის მიზნით (საკონკურსო პირობების შესაბამისად დანართი #1), დაინტერესებულმა საბანკო დაწესებულებებმა წარმოადგინეთ შეთავაზებები მიმდინარე წლის 4 მარტს 12.00 საათზე უნივერსიტეტის ადმინისტაციაში შემდეგ მისამართზე: თამარ მეფის ქუჩა #59, ადმინისტრაციული კორპუსი; ევროპული სივრცე; (ყოფილი მწვანე დარბაზი).
საკონკურსო შემოთავაზებები წარმოადგინეთ მაქსიმალურად დაზუსტებით. წარმოდგენილი შეთავაზებების განხილვა - შეფასება მოხდება საუნივერსიტეტო კომისიის მიერ. კონკურსი არის ღია ყველა პოზიციის შესაბამისად და ალტერნატიული წინადადებები განიხილება.
საბანკო დაწესებულების მხრიდან უფლებამოსილ პირს უნდა გააჩნდეს რწმუნების დამადასტურებელი დოკუმენტი.
| საბანკო მომსახურეობაზე საბანკო დაწესებულებების შერჩევის საკონკურსო პირობები | |
| დანართი #1 | |
| № | მომსახურების დასახელება |
| 1 | სესხი უნივერსიტეტის თანამშრომელთათვის |
| 1.1 | სამომხმარებლო სესხი |
| 1.2 | საკრედიტო ბარათი |
| 1.3 | ოვერდრაფტი (max-რი ოდენობა, %) |
| 1.4 | დეპოზიტი |
| 1.5 | სხვა |
| 2 | დეპოზიტზე (მინიმალური მოცულობა, მინიმალური ვადა და საპროცენტო განაკვეთი ვადების მიხედვით) პროცენტის დარიცხვა |
| 3 | სტუდენტური სესხები |
| 4 | სხვადასხვა სერვისები და წამახალისებელი ღონისძიებები (სტიპენდიები, სტაჟირებები, პროფესიული პრაქტიკა და სხვა) |
| 5 | სხვა შეთავაზება |

ქართული
English (UK)