აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უერთდება იმ საყოველთაო პროტესტს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის წარმოებით, გმობს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის გმირული ბრძოლითა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერით მალე დასრულდება სისხლიანი დაპირისპირება და შესაძლებელი გახდება მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა.
უნივერსიტეტი უკრაინელ მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სახის დახმარებას და, ასევე, აგრძელებს ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას.
Akaki Tsereteli State University Expresses Solidarity With Ukraine
The Academic Council of Akaki Tsereteli State University joins the general protest against the large-scale war waged by Russia in Ukraine, condemns the aggression against the Ukrainian state, and hopes that the heroic struggle of Ukraine and the unprecedented support of the international community of nations will soon end the vicious confrontation and secure peace.
The university offers various types of assistance to Ukrainian citizens and continues collecting humanitarian aid.