ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ბიალისტოკის უნივერსიტეტში, პოლონეთი 2021- 2022 სასწავლო წელი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს.

მიმართულება: ფილოლოგია (ლიტერატურა, ლინგვისტიკა)

აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა (B2).
მობილობა უნდა განხორციელდეს 2022 წლის 31 ივლისამდე. ხანგრძლივობა - 5 დღე (მინ. 8 სთ.)

საჭირო დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

1. CV (https://europass.cedefop.europa.eu/de/documents/curriculum-vitae)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. მობილობის ხელშეკრულება იხ. დანართი
4. ცნობა სამუშაო ადგილიდან

საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 30 მარტამდე აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში


დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://uwb.edu.pl/home ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სართული, ოთახი 3504, ტელ.: 24 57 84)