ვაკანსია - ცხადდება კონკურსი ინკლუზიური განათლების სპეციალისტის შესარჩევად

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი -„უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ 07.04-დან 14.07-ის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ინკლუზიური განათლების სპეციალისტის შესარჩევად.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტის მოვალეობებია, 2022 წლის აპრილი-ნოემბრის პერიოდში:
• ჩაატაროს 6-საათიანი ტრენინგი სწავლების უნივერსალურ დიზაინთან დაკავშირებით 7 უნივერსიტეტის 21 ლექტორისთვის (მაისი-ნოემბერი-2022).
• გაუწიოს ქოუჩინგი ლექტორებს სემესტრში 2-ჯერ (ჯამში 18 სესიას) (მაისი-ნოემბერი-2022)
• ჩაატაროს 3-საათიანი ვორქშოფი ლექტორებისთვის, სუპერვიზიის დროს წამოჭრილი საკითხებთან დაკავშირებით და დაეხმაროს მათ სილაბუსების კიდევ უფრო დახვეწასა და გამდიდრებაში. (ნოემბერი 2022)

კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო მოთხოვნებს:
1. მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ფსიქოლოგიაში, განათლებასა ან სხვა მონათესავე სფეროში
2. მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინკლუზიური განათლების სფეროში.
3. მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების მიმართულებით ინკლუზიურ განათლებაში, მათ შორის, სწავლების უნივერსალურ დიზაინთან დაკავშირებით.
4. ჩართულობა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშემწყობ აქტივობებში.
5. პრეზენტაციისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
6. ინტერაქტიული ტრენინგებისა და დისკუსიების ჩატარებისა და ფასილიტაციისთვის საჭირო ტექნიკებისა და მიდგომების ცოდნა.
7. ანგარიშების წერა ქართულ ენაზე (სასურველია, ინგლისურ ენაზეც).
8. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ფლობა.
9. პლატფორმა TEAMS-ის სრულფასოვნად გამოყენება ონლაინ შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის.
10. მოწყვლად ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება, როგორც უპირატესობა.
11. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
12. ღიაობა და მოქნილობა სამუშაო გრაფიკის თანამშრომლებთან შეთანხმებულად შედგენის თვალსაზრისით.
შენიშვნა: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV, დიპლომის ასლი და მოთხოვნების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
გთხოვთ დოკუმეტაციის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსია. შედეგები გაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს e-mail-ის საშუალებით

განაცხადის ატვირთვისას, გთხოვთ გაითვალიწინოთ შემდეგი ვადები:
1.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 7 აპრილიდან 2022 წლის 19 აპრილის ჩათვლით (მათ შორის, 19 აპრილის - გასაუბრება). გასაუბრება პანდემიის გათვალისწინებით შესაძლოა ჩატარდეს ან ონ-ლაინ რეჟიმში ან უნივერსიტეტის კორპუსებში.
2. სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 აპრილიდან 2022 წლის 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პირველი სართული. ოთახი № 1107, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.