ვაკანსია - ცხადდება კონკურსი კურიკულუმის სპეციალისტის (რაოდენობრივი წიგნიერების მიმართულებით) შესარჩევად

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტი -„უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ 07.04-დან 14.04-ის ჩათვლით აცხადებს კონკურსს კურიკულუმის სპეციალისტის (რაოდენობრივი წიგნიერების მიმართულებით) შესარჩევად.

კურიკულუმის სპეციალისტის მოვალეობებია 2022 წლის აპრილი-ნოემბრის პერიოდში:
• ჩაატაროს 10-საათიანი ტრენინგი დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმში 7 უნივერსიტეტის ლექტორთა 2 ჯგუფისთვის. (აპრილი-ნოემბერი 2022).
• გაუწიოს ქოუჩინგი მათემატიკის ლექტორებს სემესტრში 2-ჯერ (14 სესია ჯამში) (მაისი-ნოემბერი-2022).
• ჩაატაროს 3-საათიანი ვორქშოფი ლექტორებისთვის, სუპერვიზიის დროს წამოჭრილი საკითხებთან დაკავშირებით და დაეხმაროს მათ სილაბუსების კიდევ უფრო დახვეწასა და გამდიდრებაში (ნოემბერი 2022).

კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო მოთხოვნებს:
1. მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მათემატიკის ან ფიზიკის მიმართულებით.
2. მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების მიმართულებით მათემატიკასა და/ან ფიზიკაში.
3. მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება განათლების სფეროში მიმდინარე პროექტებში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმისა და/ან დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის დანერგვის პროცესში).
4. პრეზენტაციისა და კომუნიკაციისა კარგი უნარები.
5. ინტერაქტიული ტრენინგებისა და დისკუსიების ჩატარებისა და ფასილიტაციისთვის საჭირო ტექნიკებისა და მიდგომების ცოდნა.
6. ანგარიშების წერა ქართულ ენაზე (სასურველია, ინგლისურ ენაზეც).
7. საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილად ფლობა.
8. პლატფორმა TEAMS-ის სრულფასოვნად გამოყენება ონლაინ შეხვედრებისა და ტრენინგებისთვის.
9. მოწყვლად ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება, როგორც უპირატესობა.
10. მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
11. ღიაობა და მოქნილობა სამუშაო გრაფიკის თანამშრომლებთან შეთანხმებულად შედგენის თვალსაზრისით.
შენიშვნა: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV, დიპლომის ასლი და მოთხოვნების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
გთხოვთ, დოკუმეტაციის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსია.
შედეგები გაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს e-mail-ის საშუალებით.

განაცხადის ატვირთვისას, გთხოვთ გაითვალიწინოთ შემდეგი ვადები:
1.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 7 აპრილიდან 2022 წლის 19 აპრილის ჩათვლით (მათ შორის, 19 აპრილის - გასაუბრება). გასაუბრება პანდემიის გათვალისწინებით შესაძლოა ჩატარდეს ან ონ-ლაინ რეჟიმში ან უნივერსიტეტის კორპუსებში.
2. სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 20 აპრილიდან 2022 წლის 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №59, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, პირველი სართული. ოთახი № 1107, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.