მიმდინარე წლის 19-20 სექტემბერს კატარის უნივერსიტეტის ყურის კვლევის ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილია 2 დღიანი კონფერენცია სახელწოდებით - „2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში: გლობალური და ლოკალური პერსპექტივების ძიება“.
ზემოაღნიშნულ კონფერენციასთან დაკავშირებით, კატარის უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს ‘Call for Paper’ შემდეგ თემატიკაზე: 1. კატარის გადაწყვეტილების ისტორია 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ: მოტივები და მოლოდინები; 2. 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებული მრავალმხრივი შიდა გამოწვევები: ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ასპექტები; 3. გეოპოლიტიკა და ძალაუფლების დინამიკა 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო: რეგიონული და გლობალური ასპექტები; 4. გლობალიზაცია ლოკალიზაციის წინააღმდეგ: 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული გავლენა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონზე (MENA) და მის ფარგლებს გარეთ.
კონკურსის საუკეთესო კვლევითი ნაშრომების ავტორები მიწვეულნი იქნებიან კატარში კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისა და საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციის მიზნით. აღნიშნული პირების კონფერენციაში მონაწილეობის ხარჯებს (სასტუმროში განთავსება და მგზავრობა) სრულად დაფარავს კატარული მხარე.
დანართის სახით იხილეთ კონფერენციისთვის კვლევითი ნაშრომების კონკურსში „Call for Paper“ მონაწილეობის, პროექტისა და ნაშრომის (ინგლისურ ენაზე) წარდგენის პროცედურებთან და ვადებთან დაკავშირებულ განახლებულ საინფორმაციო მასალა.
დამატებითი ინფორმაციის ხილვა ასევე შესაძლებელია მითითებულ ბმულზე