კონკურსი ნორვეგიული საგანმანათლებლო საგრანტო პროექტის: ,,მდგრადი ტურიზმი: მეწარმეობა სოფლად და მემკვიდრეობა. ყირგიზეთს, საქართველოსა და ნორვეგიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში
კონკურსის შედეგად შერჩეული იქნებიან სტუდენტები: 2018 წლის მობილობისთვის სამაგისტრო თემასთან დაკავშირებული კვლევებისთვის 1 თვით ნორვეგიაში - 1 სტუდენტი, ყირგიზეთში - 1 სტუდენტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. CV ინგლისურ ენაზე
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
3. ნიშნების ფურცელი
4. შევსებული სააპლიკაციო ფორმა
5. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (მინიმუმ B2). აღნიშნული დოკუმენტის არმქონე სტუდენტებისათვის ჩატარდება ტესტირება
შენიშვნა: ყირგიზეთში საკვლევი თემით გამგზავრების მსურველებისთვის აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 20 ოქტომბერი.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. 21, ოთხი #108