კოლოკვიუმი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: „სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით (სამართლის ფილოსოფიის §270)“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო კლასტერის „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“,  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის დოქტორანტთა და მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური კვლევითი კლასტერისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება სპეციალური კოლოკვიუმი სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: „სახელმწიფოს და რელიგიის მიმართება ჰეგელის სამართლის სისტემის მიხედვით (სამართლის ფილოსოფიის §270)“. კოლოკვიუმს უძღვებიან სტუ-ს პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ზადარის (ხორვატია) უნივერსიტეტის პროფესორი იურე ზოვკო (Jure Zovko).

კოლოკვიუმი შედგება 2022 წლის 19 მაისს, 12:00 საათზე.
კოლოკვიუმი გაიმართება ჰიბრიდული ფორმატით.
სხდომა ჩატარდება სტუ-ს ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მომხსენებლებისთვის დასწრება სავალდებულოა)
შეხვედრის ლინკი:
ზუმის კოდი: 552 400 89 40

პაროლი: gtu2020

link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09

კოლოკვიუმის დღის წესრიგი:
სტუ-ს რექტორის, პროფ. დავით გურგენიძის მისასალმებელი სიტყვა (5წთ.)
მამუკა ბერიაშვილი - სამართლის სისტემის ადგილი ჰეგელის მეცნიერებათა სისტემაში (20 წთ.)
იურე ზოვკო - რელიგიის და სამართლის მიმართება ჰეგელის ფილოსოფიაში (20წთ.)

მომხსენებლები დოქტორანტებიდან და ახალგაზრდა მეცნიერებიდან (მოხსენების დრო 10 წთ.):
1) დოქტორანტი მარიამ ხაზარაძე
2) დოქტორანტი დავით გალაშვილი
3) დოქტორანტი ლევან შატბერაშვილი
4) დოქტორანტი გიორგი კაშიბაძე
5) დოქტორი ქეთევან რჩეულიშვილი
6) ასოცირებული პროფესორი ირაკლი თაბორიძე
7) პროფესორი ლაშა ბრეგვაძე

ყოველი მოხსენების შემდგომ დისკუსიას ეთმობა 5 წუთი
კოლოკვიუმის მოდერატორი პროფ. მამუკა ბერიაშვილი