11 ოქტომბერს უნივერსიტეტს სტუმრობდნენ გამომცემლობის ‘’Pearson Publishing” აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი აგნიეჟკა ჰაიბელ ჟიმანსკა, საერთაშორისო ტრენერი ფილიპ ვორვიკი და ორგანიზაცია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში“ წარმომადგენლები ინგლისური ენის ელექტრონული მეთოდით სწავლებასთან დაკავშირებით.
ახალ სასწავლო წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საინტერესო სიახლით შეხვდა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათა ცენტრისა და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უშუალო ჩართულობით და ფაკულტეტების ფინანსური მხარდაჭერით განახლდა ინგლისური ენის რამდენიმე სასწავლო კურსი, რაც ითვალისწინებს შერეულ სწავლების მეთოდზე გადასვლას. აღნიშნული მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შერეული სწავლების საერთო ბლოკში გაერთიანებაში, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციური მიდგომით სწავლების ეფექტურ წარმართვას და სწავლების შედეგზე გასვლის საუკეთესო საშუალებას იძლევა. შეძენილ იქნა გამომცემლობის ‘’Pearson Publishing” უახლესი სახელმძღვანელოები (Speakout inermediate with MyEnglishLab, Speakout pre-intemediate with MyEnglishLab, New Language Leader with MyEnglishLab) ორგანიზაცია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში“ მონაწილეობით და მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გადამზადდნენ ინგლისური ენის პედაგოგები ტექნიკური და მეთოდური კუთხით.