განათლება და პერსონალურ მონაცემთა დაცვა - ინსპექტორის აპარატი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრებს აგრძლებს. დღეს შეხვედრა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფოუნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრას აწსუ ფაკულტეტების დეკანები და სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის კანონმდებლობის გაცნობა და სტუდენტებისა და ლექტორების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და ინსპექტორის როლის შესახებ ინფორმირებაა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება უმაღლეს სასწავლებლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე გამახვილდა. ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ინსპექტორის უახლესი რეკომენდაცია გააცნეს, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვას ეხება. შეხვედრებზე დარიგდა საგანმანათლებლო მასალებიც.