მ/წლის 13 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება“ გაიხსნა. კონფერენცია აწსუ რექტორმა გიორგი ღავთაძემ გახსნა და მონაწილეებს ნაყოფიერი სექციური მუშაობა უსურვა.
მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ: პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრი გენადი მარგველაშვილი, აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი, გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელი ბერთოლდ ლინდერი, საქართველოს უნივერსიტეტისა და ბათუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციის მომხსენებელთა შორის აწსუ პროფესურასთან ერთად, თსუ-ს, ილიას უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ბაქოს სლავური უნივერსიტეტის, ბაღდადის უნივერსიტეტის, ქ.რიზეს ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის, ბერლინის უნივერსიტეტის, ჩეხეთის ბრნოს უნივერსიტეტისა და ავსტრიის ვენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები არიან.
კონფერენცია სამდღიანია და ითვალისწინებს პრეზენტაციების, ვორქშოფების, ფილოლოგიური სემინარის ჩატარებას და ასევე ექსკურსიას ქუთაისის შემოგარენში.