კოლოკვიუმი "იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული სამეცნიერო კლასტერი „სახელმწიფო, სამართალი, კულტურა“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებული „დოქტორანტთა და მაგისტრანტთა ინტერდისციპლინური კვლევითი კლასტერი და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი აწყობს ერთობლივ სპეციალურ კოლოკვიუმს სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: "იმანუელ კანტის ადამიანთა ისტორიის სავარაუდო დასაწყისი".კოლოკვიუმი გაიმართება 4 ივლისს 14 საათზე.

კოლოკვიუმს უძღვებიან სტუ-ს პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი ნიკლაუს ლარგიერი.
ზუმის კოდი: 552 400 89 40
პაროლი: gtu2020
link: https://zoom.us/j/5524008940?pwd=NmpZVGtISFBIeWZ4bEpyY1B6YW1IQT09