მ/წლის 24 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ გაიმართა. კონფერენციას ორგანიზებას უწევდა: აწსუ საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი, სტუ-ს ტრანსპორტის და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და სილეზის ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი. კონფერენცია აწსუ რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ გახსნა და წარმატებები უსურვა მონაწილეებს.
კონფერენცია ორდღიანია და სექციური მუშაობით გაგრძელდება. დასასრულს გაიმართება შემაჯამებელი სხდომა და დისკუსია.