საინფორმაციო შეხვედრა მკვლევართა მობილობის პროგრამით დაინტერესებული აკადემიური პერსონალისათვის

20 ივნისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის საქართველოს რეგიონული ოფისი-ს მიერ (DAAD). შეხვედრზე განხილული იყო შესაძლებლობა, რომლითაც მკვლევრებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ მობილობის პროგრამით. ამასთან დაკავშირებით, 2022 წლის 13 ივლისს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი (დეტალური ინფორმაცია:https://georgias-researchers-mobility-programme.webflow.io/announcement).

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. საკონსულტაციო შეხვედრაზე გაეცნობით საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა 3 თვიანი კვლევითი ვიზიტის 15 000 ევროთი დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში . შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
 მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
 კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;
 კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;
 სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;
 განაცხადების მიღების პროცესი;
 სააპლიკაციო დოკუმენტაცია;
 მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.
მათთვის, ვინც ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილება არსებობს სხვა შესაძლებლობაც - Online საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც გაიმართება 29 ივლისს 13:00 სთ-ზე. შეხვედრის ლინკი აკადემიურ პერსონალს მიეწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრის მიერ.