“აწსუ რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 12 ივლისის N 01-04/46 ბრძანების დანართის მეორე თავის II..2.2. პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის

რექტორის ბრძანება № 01-04/48
ქ. ქუთაისი
25 ივლისი 2022 წ.

“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 12 ივლისის N 01-04/46 ბრძანების დანართის მეორე თავის II..2.2. პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N132/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესდების 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მომართვის საფუძველზე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 23 ივლისის N69(21/22) დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ბათილად იქნეს ცნობილი “აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგ ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ” რექტორის 2022 წლის 12 ივლისის N 01-04/46 ბრძანების დანართის მეორე თავის II.2.2. პუნქტი, კერძოდ, ქვემიმართულება: მენეჯმენტი; ა) ასისტენტ-პროფესორი (სასწავლო დატვირთვა 500სთ, სამეცნიერო მეთოდური მუშაობა 1000 სთ).) – 2 ერთეული
2. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ღიად მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის გაზეთში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
3. უნივერსიტეტის კანცელარიამ უზრუნველყოს ამ ბრძანების საინფორმაციო დაფაზე განთავსება. უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტირებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურმა ეს ბრძანება განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. გაზეთ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“-ს რედაქციამ უზრუნველყოს ამ ბრძანების გამოქვეყნება გაზეთში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი პროფ. როლანდ კოპალიანი