×

შეტყობინება

EDOCMAN_LOGIN_TO_VIEW_DOCUMENT

ჩრდილოეთ მაკედონიის სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილია ერთი (1) სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის ორ სამაგისტრო პროგრამაზე - საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება.

დამატებით გაცნობებთ, რომ სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურს სრულად და ასევე, მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელი გახდა სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის, პროფესორ მარკო ანდონოვის მხარდაჭერით.
სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.
დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.