2022-2023 სასწავლო წლის ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის უნივერსიტეტში ჩასარიცხმა აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით);
3. 4 ცალი ფოტოსურათი 3 X 4 - ზე (ელექტრონული ვერსია CD-ზე);
4. ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი- (დედნის წარდგინებით).
5. სოციალურად დაუცველისა და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) შემთხვევაში შესაბამისი მოწმობების ქსეროასლები.
შენიშვნა: აბიტურიენტი, რომელიც რეგისტრაციის გავლის მომენტში არ არის 18 წლის დამატებით უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და მისი ასლი. ამავე აბიტურიენტს უნდა ახლდეს ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი (დედა / მამა / კანონიერი წარმომადგენელი - პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.).
ადმინისტრაციული რეგისტრაცია (საბუთების მიღება) და ხელშეკრულებების გაფორმება იწარმოებს 2022 წლის 6 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით.
მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ ადმინისტრაციული (პირველი) კორპუსი, II სართული ოთახი № 1211, 10 საათიდან 17 საათამდე, ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა.