სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისთვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2022 წლის 9 აგვისტოს №420 დადგენილებით განისაზღვრა "2022-2023 სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ".

აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული გარკვეული კატეგორიის სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებას. სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მიიღება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში 2022 წლის 11 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge პორტალზე რეგისტრაციით. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში:

დანართი 1

დანართი 2