ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, გერმანია
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს (1 ადგილი), აკადემიურ (1 ადგილი) და ადმინისტრაციულ პერსონალს (1 ადგილი).
სპეციალობები: ეკონომიკა, გერმანული ლიტერატურა და ლინგვისტიკა, კავკასიოლოგია და სლავისტიკა, გერმანული როგორც უცხო ენა, ბიოლოგია, არქეოლოგია და ანტიკური მეცნიერებები.
აუცილებელი მოთხოვნაა გერმანული ენის ცოდნა (B2 სტუდენტები, C1 აკადემიური პერსონალი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 5 თვე
აკადემიური პერსონალი (ლექციების წაკითხვა ): 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 9 დღე
ადმინისტრაციული პერსონალი: 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი - 9 დღე
საჭირო დოკუმენტები:
1. CV
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
3. სამოტივაციო წერილი
4. ნიშნების ფურცელი
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. პუბლიკაციების ჩამონათვალი (აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის)
7. სტუდენტის ცნობა/ცნობა სამუშაო ადგილიდან
8. სასწავლო ხელშეკრულება (სტუდენტებისათვის), სამუშაო გეგმა (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
9. თანხმობის წერილი იენის უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (აკად./ადმინ. პერსონალისათვის)
საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 28 ნოემბრამდე
აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურში
დამატებითი ინფორმაციისათვის
იხილეთ: http://www.uni-jena.de/en/guest_studies.html
ან მიმართეთ აწსუ საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურს (III კორპუსი, V სა-რთული, ოთახი 3504)