2022-2023 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდეს შემდეგი განრიგის მიხედვით:
- ერთ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში ჩატარდეს ქვემოთ მითითებული განრიგის მიხედვით:
- აგრარული ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- პედაგოგიური ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- მედიცინის ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
- საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 24 სექტემბერი 15 სთ.
ერთ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდა უცხო ენაში (ბიზნესის ადმინისტრირების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მათემატიკისა და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის) ჩატარდეს 24 სექტემბერს 10 საათზე.
- ორ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატთათვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში განაცხადში დაფიქსირებულ პირველ სამაგისტრო პროგრამაზე ჩატარდეს 24 სექტემბერს 15 საათზე, ხოლო გამოცდა უცხო ენაში 24 სექტემბერს 10 საათზე. ორ სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის განაცხადში დაფიქსირებულ მეორე სამაგისტრო პროგრამაზე შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში დაინიშნოს 23 სექტემბერს 15 საათზე, ხოლო გამოცდა უცხო ენაში 23 სექტემბერს 10 საათზე.
- ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა უცხო ენაში B2 დონეზე (ინგლისური) დაინიშნოს 24 სექტემბერს 10:00 საათზე, ხოლო გასაუბრება ჩატარდეს 24 სექტემბერს 15:00 საათზე.
- საუნივერსიტეტო გამოცდები ჩატარდეს უნივერსიტეტის კორპუსებში (თამარ მეფის ქუჩა № 59).
- 10:00 საათზე გამოცდაზე გამსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 09:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში, ხოლო 15:00 საათზე გამოცდაზე გამსვლელთა რეგისტრაცია დაიწყოს 14:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის ფოიეში.