2022 წლის მიღების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანთა საყურადღებოდ

სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე  დასრულდა 2022 წლის მიღების  აპლიკანტთა  ტესტირება/შერჩევის პროცესი (პირველადი ჩარიცხვის ფარგლებში).

მიმდინაე ეტაპზე,  ხორციელდება რეიტინგული სიების შესაბამისად  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულმა აპლიკანტებმა რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატის ასლი დედანის წარმოდგენით). ის აპლიკანტები, რომელთაც მიღებული აქვთ პროფესიული და/ან უმაღლესი აკადემიური განათლება უნდა წარმოადგინონ - პროფესიული და/ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი დედანის წარმოდგენით);
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანის წარმოდგენით);
  3. 2 ცალი ფოტო -სურათი 3 X 4 -ზე.
  4. სამხედრო აღრიცხვის დაქვემდებარებულ პირთათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედანის წარმოდგენით.

საბუთების მიღება და აპლიკანტის მიერ კონკრეტულ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს  2022 წლის  1 ოქტომბრიდან  10 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ -კვირის გარდა).

მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 59, აწსუ-I კორპუსის მე-2 სართული, ოთახი N 1211, 10- დან 17 საათამდამდე.

 

***პირველადი ჩარიცხვის შედეგად ცალკეულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილ(ებ)ის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მეორადი ჩარიცხვა