მემორანდუმების გაფორმება საჯარო სკოლებთან

2022 წლის  5 ოქტომბერს, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი  განათლების მხარდასაჭერად“-პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბავშვის უფლებათა ცენტრში შედგა მემორანდუმების გაფორმება, იმერეთის რეგიონის, ქუთაისის: №№ 5, 9, 12, 17, 19, 29, 32, 33;  წყალტუბოს: №№ 1, 2;  ხონის: 1, 2; ვანის№ 2  საჯარო სკოლებთან.

მემორანდუმი ითვალისწინებს,  უნივერსიტეტის როლისა და მონაწილეობის   გაზრდას ინკლუზიური სწავლების  გასაძლიერებლად სკოლამდელი და ზოგადი განათლების  სასწავლო დაწესებულებებში.

 მემორანდუმს ხელი მოაწერეს: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ბატონმა შალვა კრთაძემ და  შესაბამისი სკოლის დირექტორებმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: პროექტის კოორდინატორი, ნატო ქობულაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაძე, პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანი, მამული ბუჭუხიშვილი.