X საერთაშორისო კონფერენცია ამერიკისმცოდნეობაში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა და განვითარების სამსახურის, პროფ. ვახტან ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრისა და ჯონ დოს პასოსის საქართველოს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში აშშ საელჩოსა და აწსუ მხარდაჭერით 2022 წლის 14-15 ოქტომბერს აწსუ-ში გაიმართება რიგით მეათე, საიუბილეო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ცნობილი ამერიკისმცოდნის, პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნას.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ დანართში.