×

შეტყობინება

ჩამოსატვირთად ან სანახავად აუცილებელია სისტემაში შესვლა

საინფორმაციო შეხვედრა Si-ის სტიპენდიებზე

ძვირფასო სტუდენტებო და მკვლევარებო, შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაცია საქართველოში გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე შვედეთის მთავრობის სტიპენდიებთან დაკავშირებით, რომელიც გაიმართება 2017 წლის 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, მწვანე დარბაზი.
შეხვედრის მიზანია სტუდენტებს გააცნოს SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები.
აღნიშნული სტიპენდიები მოიცავს სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორი სწავლებას, შესაბამისად, საინტერესო იქნება როგორც ბაკალავრიატის სტუდენტების, ასევე მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ამასთან, არ ვრცელდება შეზღუდვა სპეციალობებზე.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია შვედეთში სწავლასთან დაკავშირებით. კერძოდ, სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ. პროექტი ხორციელდება SI-სა და შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.