არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 29-30 ოქტომბერს, III საერთაშორისო კონფერენცია ,,ტერმინოლოგია - მემკვიდრეობა და თანამედროვეობა" გაიმართება.
31 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კონფერენციის საპატიო მონაწილე ევროპარლამენტის ტერმინოლოგიური მართვის განყოფილების ხელმძღვანელი როდოლფო მასლიასი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მკვლევრებთან გამართავს სამუშაო შეხვედრას, რომელიც ეძღვნება: მრავალფეროვნება ევროკავშირში; ევროპული ინსტიტუტების თანამშრომლობა ტერმინოლოგიაში; ქართული, როგორც კანდიდატი ენა; პროგრამის - ,,ტერმინოლოგია საზღვრებს გარეშე" - პროექტები და საქართველოს უნივერსიტეტების მონაწილეობა. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებელია ონლაინფორმატშიც (ზუმის პლატფორმაზე). დეტალური ინფორმაციისთვის იხ. საკონტაქტო ტელ: +995 577 72 74 28; +995 595 67 20 24