„თანასწორობის უფლება: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება“ - აწსუ-ში საჯარო ლექცია გაიმართა

28 ოქტომბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი და ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელი (UNDP) ლელა აქიაშვილი სტუმრობდნენ. მათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა, საგარეო ურთიერთობა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა დავით გეგეჭკორმა უმასპინძლა. გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „თანასწორობის უფლება: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება“. საჯარო ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.