შვედური ინსტიტუტის (SI) კურსდამთავრებულთა ასოციაციამ საქართველოში საინფორმაციო შეხვედრა გამართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს გააცნო SI ვიზბის რეგიონის სტიპენდია (Visby Scholarship), ასევე შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სხვა სასწავლო, გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ სამაგისტრო, სადოქტორო და პოსტ-სადოქტორი პროგრამებს, ასევე, მიეღოთ ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, სტიპენდიების, ისევე როგორც, შვედეთში სწავლის უპირატესობების შესახებ.