2017 წლის 24 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მწვანე დარბაზში“ ქართული ენის მიმართულებისა და ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ტაო-კლარჯეთში 2017 წლის აგვისტოში ჩატარებული დიალექტოლოგიური პრაქტიკის შედეგებს. დიალექტოლოგიურ პრაქტიკას ხელმძღვანელობდნენ: პროფ. ტარიელ ფუტკარაძე, ასოც. პროფ. ეკა დადიანი. კონფერენციაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტებმა ტაოსა და მაჭახლის ხეობაში ჩაწერილი ახალი დიალექტური მასალების საფუძველზე მომზადებული მოხსენებები წარმოადგინეს. კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატი და სამეცნიერო ჟურნალ „ქართველური მემკვიდრეობის“ ერთ-ერთი ნომერი.