აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჭკვიანი ქალაქების მსოფლიო კონგრესზე

ქალაქი ბარსელონა უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობდა ჭკვიანი ქალაქების მსოფლიო კონგრესს. სმარტ ტექნოლოგიების უდიდეს ფორუმზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქალაქების წარმატებული პროექტები და კონცეფციები. მსოფლიო კონგრესზე უახლესი ტექნოლოგიებისა და მიღწევების ურთიერთგაზიარების ფორმატი საშუალებას იძლევა, სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებმა და ინდივიდებმა კოლაბორაციის რეჟიმში ახალი ინოვაციური პროექტები განახორციელონ.

სმარტ ქალაქების მსოფლიო კონგრესში უკვე მესამე წელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. კონგრესზე წელს ასევე წარმოდგენილი იყო ქალაქ ქუთაისის მერია. მიღებული ახალი გამოცდილებებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების გაცნობის შემდეგ, ქალაქ ქუთაისის მერიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალი გეგმები დაისახა, რომელთა შედეგებსაც ქუთაისის მოსახლეობა ეტაპობრივად ყოველდღიურ ცხოვრებაში იხილავს.

ცნობისათვის ქუთაისის მერიასა და უნივერსიტეტს შორის ტექნოლოგიურ სფეროში კოლაბორაცია უკვე არაერთ პროექტს ითვლის.